top of page

სვანეთის ტური
სათხილამურო კურორტი თეთნულდი

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი
სათხილამურო კურორტი ჰაწვალი მდებარეობს სვანეთში, მესტიიდან 8 კილომეტრის დაშორებით. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური 1868 მეტრი. აქ მოხვედრა მესტიიდან ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება.

ლაკუმურაშ ტობა
სვანურად ჩიპსტა ვარჩხ) მომავალი წლიდან ამ ულამაზეს ტბას კიდევ ბევრი მოგზაური და თავგადასავლის მოყვარული ნახავს..(ეგრისის ქედის უკიდურესი სამხრეთი, ადმინისტრაციულად მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა ხაიში, სათავეს იღებს მდ.თხეიში)

ქორულდის ტბები
ქორულდის ტბები მდებარეობს ზემო სვანეთში, ზღვის დონიდან 2850 მ-ზე, მესტიიდან 10 კმ-ის დაშორებით. ტბებს გარს აკრავს კავკასიონის მყინვარები.

უშგულის ლამარია
IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში.ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა.

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI საუკუნის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი, ღვთისმშობლის IX—X საუკუნეების ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები — IX—XIV საუკუნეების სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI—XIII საუკუნეების ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.

მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუხეუმი
მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმი - ქართველი ალპინისტის, სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის დამსახურებული ოსტატისა და კლდის ვეფხვად წოდებული, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი მესტიაში, სვანეთი. მემორიალური სახლ-მუზეუმი ხერგიანის მშობლიურ სახლში 1985 წელს მოეწყო.

დიდი და პატარა ოქროწყლის ტბა
ოქროწყლის ტბები ( იგივე ოქროსწყლის ტბები ) - დიდი ოქროწყლის ტბა და პატარა ოქროწყლის ტბა, მდებარეობს ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთისა და აფხაზეთის საზღვარზე, ხოჯალის ქედის (კოდორის ქედის განშტოება) აღმოსავლეთ კალთაზე.

72 tourist places

Population: 278 447 (2014)

Area: 7,093 km²
TOURS IN MINGRELIA
bottom of page