top of page

უძირო
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფლების გლოლასა და შოვის მახლობლად მდებარეობს, მწვერვალი კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ტბიდან ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონზე. უძირო ტბის საფეხმავლო მარშრუტი იწყება სოფელი შოვიდან, სასტუმრო სანსეთ შოვამდე დაახლოებით 1 კილომეტრით ადრე.

სასვანოს ტბები
სასვანოს ტბები მდებარეობს სამეგრელო ზემო სვანეთში მდინარე რიონის ხეობაში ზღვის დონიდან 2680 მეტრზე. ტბა განლაგებულია თხემზე საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ედენას მყინვარსა და რიონის სათავეზე.

საყინულე
საყინულე - კლდეში შეჭრილი ღრმა გამოქვაბული, ბუნებრივი ჭა, სადაც წლის ნებისმიერ დროს ტემპერატურა ნული გრადუსია, კლდიდან გამონაჟონი წყლის წვეთები კი მიწაზე დაცემისთანავე ყინულად იქცევა.ბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიკორწმინდიდან 3 კმ-ში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს.

ხვამლის მთა
ხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული მასივი საქართველოში, ლეჩხუმში, მხარის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სიმაღლე 2002 მ. ორმაგი კუესტაა. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. ორივე კუესტის ჩრდილოეთი დაფერდება დაცხრილულია მრავალი კარსტული ძაბრით. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.

საირმის სვეტები
საირმის სვეტები ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა რომლიც ბენებრივი პროცესების შედეგად ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ტერიტორია ხშირი მცენარეულობითაა დაფარული და მარშრუტიც მარტივი, სასიამოვნო გასავლელია. ბილიკი ისეა შერჩეული, რომ ის სვეტებს გვერდიდან, დაახლოებით 200 მეტრის დისტანციიდან შემოუვლის და სიმაღლიდან ექცევა, საიდანაც საუკეთესო ხედები იშლება სვეტების კომპლექსზე და მისი მთლიანობაში აღქმის საშუალებას იძლევა. გზაზე შეგხვდებათ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევებიც.

ნიკორწმინდა
ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. X საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.

ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია
ბარაკონი — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან. ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ

მთსაყარი (ლეკნარის მონასტერი)
IX-X საუკუნეების მთასაყდრის ( მთის,ლეკნარის) წმინდა გიორგის მონასტერი მდებარეობს ქვემო რაჭაში, რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მაღალ კლდეზე. ძველად მოიხსენიებოდა როგორც „მთის წმინდა გიორგი“ და ითვლებოდა ძლიერ, ყოვლისშემძლე სალოცავად. აქ მოდიოდნენ მლოცველები დასავლეთ საქართველოს ყოველი მხრიდან.

მინდა ციხე
მინდა ციხე – შუა საუკუნეების ციხესიმაგრე, დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესის მახლობლად, მდ. რიონის მარჯვენა და მდ. ლუხუნის მარცხენა სანაპიროებს შორის არსებულ მაღალ კლდოვან კონცხზე. ეკუთვნოდა რაჭის ერისთავებს. მინდა ციხე კახაბერისძეთა მთავარ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა.

შოვი
შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია.მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი.

უწერა
უწერა საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია,მდებარეობს მდინარე რიონის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1050 მეტრი, ონიდან 10 კილომეტრი.

ქულბაქის ტბები
ქულბაქი ლეჩხუმის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი.ზღვის დონიდან 720 მეტრზე,მდინარე ჯონოულის ხეობაში. სადაც მდებარეობს ქულბაქი.მწვანე ტბა.ულამაზესი მწვანე და "ბაბუშკინოს" ტბა.

ასხის მასივი
კავკასიონის სამხრეთი კალთის კირქვული ზოლის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მაღალი კარსტული მასივი ლეჩხუმ-იმერეთ-ოდიშის საზღვარზე, მდინარე ტეხურსა და ცხენისწყალს შორის. ასხის მასივის უმაღლესი მწვერვალია გადრეკილა (2519 მ). მასივი ცნობილია კარსტული წარმონაქმნებით (თურჩუ-ტობის მიწისქვეშა დინება, ჯორწყუს მღვიმე, ქვიბიას პოლიე). 2000-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს სამკუთხედის ფორმის უტყეო პლატო „მოედანი“, რომელზეც მრავალი კარსტული ძაბრია. მასივის ნაწილში სუბალპური და ალპური მდელობია, ქვემოთ — წიფლის ტყეები.

72 tourist places

Population: 278 447 (2014)

Area: 7,093 km²
TOURS IN MINGRELIA
bottom of page