top of page

სვეტიცხოველი
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ინთრონიზაციის (აღსაყდრების) ადგილი, შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა საკრძალავი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან.მდებარეობს თბილისიდან 20 კმ დაშორებით, ქალაქ მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მცხეთის ჯვარი
ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი — VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი. მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

არმაზის ციხე
არმაზი მცხეთისა — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ღვთისშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მცხეთიდან 1,5 კმ-ზე, არმაზისხევში. მთავარი ნაგებობაა დარბაზული ეკლესიაა, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ეკვდერის კარისთავის ასომთავრული წარწერის მიხედვით (დაცულია საქართველოს ისტორიის მუზეუმში), ეკლესია აშენებულია 1150-1178 წლებს შორის, დასავლეთიდან მას ეკვრის შეისრულთაღიანი კარიბჭე, ჩრდილოეთ მხარეს ეკვდერი და მცირე ზომის საძვალის მსგავსი სადგომია. კომპლექსი ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. ეკლესიასა და კარიბჭეში შემორჩენილია XII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ეკლესიის დასავლეთით მდებარე სამრეკლო XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება. აქვეა შუა საუკუნეების გალავნისა და სენაკების ნანგრევები.

შიომღვიმის მონასტერი
შიომღვიმე — ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი. მსხვილი სენიორია.მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება „შიოს მღვიმე“, „შიომღვიმე“). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.

ანანურის მონასტერი
ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბლომად მოიპოვება ამ ეპოქის ძეგლები, ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგად დაცული მხოლოდ რამდენიმეა.

გერგეტის სამება
გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). გერგეტის სამება 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

შატილი
შატილი — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).
სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს.
სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს.

მუცო
მუცო — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი. ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ.
სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა საუკუნეზე მეტი ხანია, შუასაუკუნეების გამაგრებული, საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაახლოებით 40-მდე სახლია განლაგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე. ამჟამად ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი მუცოში. მათ შორის, ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი.
სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა საუკუნეზე მეტი ხანია, შუასაუკუნეების გამაგრებული, საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაახლოებით 40-მდე სახლია განლაგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე. ამჟამად ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი მუცოში. მათ შორის, ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი.

აბუდელაურის ტბები
აბუდელაურის ფერადი ტბები მდებარეობს ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის თავში ზღვის დონიდან 2600 მეტრზე.
აბუდელაურის ტბები მოიცავს სამ ტბას - მწვანე ტბა, ლურჯი ტბა და თეთრი ტბა. მწვანე და ლურჯი ტბები თითქმის გვერდიგვერდ მდებარეობს, ხოლო თეთრი ტბა ცოტა მოშორებით, ჭაუხის მასივის ძირში მდებარეობს და შედარებით უფრო რთული მისასვლელი აქვს. აბუდელაურის ტბები სოფელ როშკადან 7 კილომეტრით არის დაშორებული
აბუდელაურის ტბები მოიცავს სამ ტბას - მწვანე ტბა, ლურჯი ტბა და თეთრი ტბა. მწვანე და ლურჯი ტბები თითქმის გვერდიგვერდ მდებარეობს, ხოლო თეთრი ტბა ცოტა მოშორებით, ჭაუხის მასივის ძირში მდებარეობს და შედარებით უფრო რთული მისასვლელი აქვს. აბუდელაურის ტბები სოფელ როშკადან 7 კილომეტრით არის დაშორებული

ჯუთის ჭაუხები
ჭაუხები მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სტეფანწმინდა (ყაზბეგის) მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონზე, მდინარე შავი არაგვის მარცხენა მდგენელის — ბაკურხევის სათავეში. სიმაღლე 3688 მ. აგებულია ქვედაიურული თიხა-ფიქლებითა და ქვიშაქვებით. აქვს კლდოვანი, შიშველი ციცაბო კალთები. ამას გარდა, აღმოსავლეთ კავკასიონზე აღმართულია მთები: ჩრდილოეთის ჭაუხი (3842,5 მ), აღმოსავლეთის ჭაუხი (3644 მ) და დასავლეთის ჭაუხი (3496 მ).

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - მდებაორებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში ფშავ-ხევსურეთში. მისი უნიკალური ბუნება და მდებარეობა მნახველს აღაფრთოვანებს. საქართველოს ამ კუთხეში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი გვხვდება.ფშავ-ხევსურეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია საქართველოში, უნიკალური ტრადიციებითა და სამზარეულოთი.

72 tourist places

Population: 278 447 (2014)

Area: 7,093 km²
TOURS IN MINGRELIA
bottom of page