top of page

ალავერდი
ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.

გრემი
გრემის კომპლექსი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.

დავითგარეჯა
დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.

იყალთო
იყალთოს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.

ქილიაუორას ტალახის ვულკანები
ქილაკუპრას ტალახის ვულკანები — ბუნების ძეგლი საქართველოში, მდებარეობს კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 410 მეტრზე, ყაჯირის ველზე.
ქილაკუპრას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული.
ქილაკუპრას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული.

ხორნაბუჯის ციხე
ხორნაბუჯი (XVIII საუკუნის წყაროებით — ჭოეთი, ხშირად უწოდებენ — „თამარის ციხეს“) — შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის კამბეჩოვანის ცენტრი. ისტორიულ-არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 2-3 კმ-ზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას, სოფელ ყარაღაჯის სამხრეთით, მიუვალ კლდოვან მთის წვერზე: „სადაცა დასწყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა“. ციხე-ქალაქი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე იყო გაშენებული და ერთდროულად უწევდა კონტროლს ივრისა და ალაზნის ველებს. ხორნაბუჯი ძველ ირანულად „მზის საყრდენს“ ნიშნავს. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სახელში უძველესი ქართული ტომის საცხოვრებელია ნაგულისხმები. ხალხი კი მას თამარის ციხეს უწოდებს.

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი — კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში.ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები შემოსაზღვრულია მდინარეების ალაზნისა და იორის დეპრესიებით. აღსანიშნავია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რელიეფის მეტად საინტერესო და თავისებური ფორმები. ვაშლოვანი საინტერესოა კლიმატური თვალსაზრისითაც. ის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ საქართველოში. აქაური კლიმატი ხასიათდება სიმშრალითა და სითბოს სიუხვით.

შავი კლდეების ტბა
შავი კლდეების ტბა მდებარეობს კახეთში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე. მას ასევე ეწოდება გრძელი ტბა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ამის გამო შავი კლდეების ტბის მონახულება მხოლოდ ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისშია შესაძლებელი.

სიღნაღი
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყალიდან 13 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. ქალაქში არის კვების და მსუბუქი მრეწველობის (სამკერვალო) მცირე საწარმოები, თეატრი.

ომალო
ომალო — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე პირიქითი ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: დანო, დართლო, დოჭუ, კვავლო, ქუმელაურთა, შენაქო, შტროლთა, ჩიღო, წარო, ხახაბო, ხისო და სხვ.). ზღვის დონიდან 1880 მეტრი, ახმეტიდან 90 კილომეტრი. თუშეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. სოფელი დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს. უგზოობის გამო ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.

72 tourist places

Population: 278 447 (2014)

Area: 7,093 km²
TOURS IN KAKHETI
bottom of page