top of page

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი
ნარკძალი დაარსდა მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად. კინტრიშის ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ნაკრძალში შემონახულია მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობა. სუბტროპიკული მცენარეულობის სარტყელს (500 მ) ცვლის მუხნარ-რცხილნარის (500-1000 მ)და მუხის (1000-2000 მ) სარტყლები, უფრო ზემოთ სუბალპური მეჩხერი ტყე (2000-2200 მ) და ალპური მდელოებია (2200-2600 მ).

ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი
ისპანი II (ქობულეთის აღკვეთილი) მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური გუმბათისებრი ჭაობია, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ჭაობის საერთო ფონს ტორფის ხავსები ქმნიან : სფაგნუმის სახეობები, ე.წ. "იმერული ისლი", თეთრი რინხოსპორა, კავკასიური რინხოსპორა, ტორფის ისლი, წყლის სამყურა, მრგვალფოთოლა დროზერა და ზოგიერთი სხვა. ამ მცენარეთა უმეტესობა ჩრდილოური (ბორეალური) წარმოშობისაა მათ კოლხეთში მეოთხეული პერიოდის გამყინვარების ეპოქებში შემოაღწიეს.
აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდებიან კოლხური მცენარეები: შქერი, იელი, ეკალღიჭი და სხვ.
აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდებიან კოლხური მცენარეები: შქერი, იელი, ეკალღიჭი და სხვ.

მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარეობს. ეს არის რეგიონის ფლორის და ფაუნის დაცული ტერიტორია სადაც თავს იყრის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ენდემური სახეობები. ამ მთის სახელი ითარგმნება, როგორც მტირალას მთა, ეს ადგილი ღრუბლებსა და ბურუსშია გახვეული, და ზუსტად აქედან წარმოიშვა ეს სახელი

მაჭახელას ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მოიცავს და ზღ. დ.-დან საშუალოდ 300-350 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი შექმნის მიზანს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენს. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება და არცთუ შორეულ წარსულში, მთლიანად კოლხური ტიპის ტყით (წიფელი, წაბლი, ცაცხვი) და მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი და სხვ.) იყო დაფარული.

გოდერძის ალპური ბაღი
გოდერძის ალპური ბაღი - მდებარეობს აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, აჭარა თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კურორტ „გოდერძთან“ ახლოს „შქერნალის“ ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე.
ბაღს ათ ჰექტრამდე ფართობი უკავია. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. გოდერძის ალპური ბაღის ტერიტორია მრავალფეროვანი ჰაბიტატებით გამოირჩევა, აქ წარმოდგენილია: ტყის, მდელოს, ტბის, ჭაობის და ქვიანი ეკოტოპი.
ბაღს ათ ჰექტრამდე ფართობი უკავია. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. გოდერძის ალპური ბაღის ტერიტორია მრავალფეროვანი ჰაბიტატებით გამოირჩევა, აქ წარმოდგენილია: ტყის, მდელოს, ტბის, ჭაობის და ქვიანი ეკოტოპი.

გონიოს ციხე
გონიოს ციხე, აფსაროსი — ისტორიული ციხესიმაგრე, საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში. მდებარეობს ისტორიული ჭანეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე.

პეტრას ციხე
ისტორიული ციხე-ქალაქი ეგრისის სამეფოში, ახლანდელი სოფელი ციხისძირის ტერიტორიაზე.პეტრის აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება „პეტრა“ — ქვა, კლდე). პეტრა მიუვალ ციხედ ითვლებოდა.
მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს. გარექალაქსა და ნასახლარს.
მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს. გარექალაქსა და ნასახლარს.

ხიხანის ციხე
ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში. იგი მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და ქართველ დიდებულთა ერთ–ერთ თავშესაფარი იყო. როცა მტერი სძლევდა თბილისისა და გორის სიმაგრეებს, ისინი ამ ციხეს აფარებდნენ თავს.

ცივასულას ციხე
ცივასულას ციხე — გვიანი შუა საუკუნეების ციხე მდებარეობს აგარისღელესა და აჭარისწყლის შესაყარში, ცივასულად წოდებულ ადგილის ზემოთ, სასირეს გორას აღმოსავლეთ ნაწილში. ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისადგომი მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან, ვიწრო ბილიკის სახითაა მოცემული.

მახუნცეთის ხიდი
მახუნცეთის ხიდი — ქვისთაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე, ქედის მუნიციპალიტეტში სოფ. მახუნცეთის ტერიტორიაზე.ფოსოები მუხანცეთის ხიდს არ აქვს. მალის სიდიდის გამო ხარაჩოების აგება აქ აუცილებელი იქნებოდა. ეს გარემოება გვაფიქრებინებს რომ, ხიდის მშენებლობის დროს მდინარეში ჩასობილი უნდა ყოფილიყო დროებითი ხიმინჯები, რომელზედაც ეწობოდა ხარაჩოები.ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

ბათუმი
ალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან.ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).

ბეშუმი
ბეშუმი — ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან დაშორებულია 7 კილომეტრით, ხულოდან 30 კმ-ით. სიმაღლე ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრი. მდიდარია წიწვიანი ტყეებით.

გონიო
გონიო — დასახლება ქალაქ ბათუმში, გონიო-კვარიათის უბანში. მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხნივ, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 30 მ. ბათუმის ცენტრიდან 12 კმ. გონიო ერთ-ერთი პოპულარული ზღვისპირა კურორტია საქართველოში.

72 tourist places

Population: 278 447 (2014)

Area: 7,093 km²
TOURS IN MINGRELIA
bottom of page