top of page

ტობავარჩხილი (ვერცხლის ტბა)
ტობავარჩხილი (მეგრ. ვერცხლის ტბა, ტბავერცხლი) — კარული ტბა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე.

პატარა ტობა (ოხოჯეს ტობა)
პატარა ტობა, იგივე ოხოჯეს ტბა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე. ის ყველაზე მარტივად მისასვლელი და ამავე დროს ერთ-ერთი ულამაზესი ტბაა.

დიდღალიშ ტობა
დიდღალიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე. დიდღალიშ ტობა ძალიან მცირე ზომის ტბაა, იგი ძალიან ახლოს არის ტობავარჩხილთან.

კალალის ტობა
კალალის ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2490 მეტრზე.

წაქაწყარიშ ტობა
წაქაწყარიშ ტობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2580 მეტრზე. წაქაწყარიშ ტობა ულამაზესია თავისი ფერისა და მდებარეობის გამო.

ქუაქანცალია
ქუაქანცალია კირქვული ლოდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირას კირქვულ მასივზე მდინარე ინწრის სათავეებთან, ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლეზე. თითქმის სუბალპურ უტყეო ზონაში ამაღლებულ კვარცხლბეკზე „ზის“. მისი ზედაპირი წყალს გამოუხრავს. ზომები 1,8*2*1,6 მ-ს აღწევს და დაახლოებით 10-12 ტონას იწონის. ლოდი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმით, რომ მის ერთ-ერთ წიბოზე ხელის ოდნავი დაწოლით ქვის ეს ვეება მასა ქანაობას იწყებს.

კოლხეთის ეროვნული პარკი
კოლხეთის ნაკრძალი ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. ფართობი 561 ჰა. დაარსდა 1935 წელს.
ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი.
ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი.

კაცობურის აღკვეთილი
ცობურის აღკვეთილი – აღკვეთილი საქართველოში, მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტში.
კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. იგი თბილისიდან 300 კილომეტრში, აბაშის მუნიციპალიტეტის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი.
კაცობურის აღკვეთილი 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. იგი თბილისიდან 300 კილომეტრში, აბაშის მუნიციპალიტეტის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი.

ინწრას ჩანჩქერი
ჩანჩქერი ინწირა (ინწრა) მდებარეობს სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში. ჩანჩქერი გადმოედინაება მდინარე ინწირას კანიონში. ჩანჩქერი და კანიონი ჩაფლულია ხავსებისა და ბზის კორომების წალკოტში, რომელიც მისტიურ გარემოს ქმნის.

ონიორეს ჩანჩქერი
ონიორეს ჩანჩქერი მარტვილის სოფელ მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 680 მეტრზე მდებარეობს. ჩანჩქერის სიმაღლე 67 მეტრია. კომპლექსი წარმოადგენს მღვიმისა და მისგან გადმომავალი ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის. მღვიმის შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მეტრი სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია. მღვიმეში გვირაბის სიგანე 12-15 მეტრს, ხოლო სიმაღლე 30 მეტრს აღწევს.

ტობის ჩანჩქერები და მღვიმეები
ტობის ჩანჩქერი და მღვიმე - საქართველოში ყველაზე მაღალი, 234 მეტრი სიმაღლის, ტობის კასკადოვანი ჩანჩქერი, რომელიც გადმოედინება არსენ ორჯონიკაშვილის (ტობა II) სახელობის მღვიმიდან, მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ბალდის სიახლოვეს, მდინარე აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობაში, ზღვის დონიდან 707 მეტრზე.

შურუბუმუს მღვიმე
შურუბუმუს” გამოქვაბული მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირქვულ მასივში. გამოქვაბულის სახელი უძველესი კოლხური სიტყვაა მითოსის, იდუმალების ბურუსით მოცული, დაახლოებითი თარგმანი ”სულგანაბული” იქნება. ათასწლოვანი ბზის კორომი ხასხასა მწვანე ხავსის საფარი მეგზურივით მიაცილებს მნახველს მღვიმის შესასველისკენ

ზესნახეს მღვიმე
ზესნახე მეგრული სიტყვაა და ნიშნავს მზეთუნახავს.ზესნახეს მღვიმე სოფელ თაიაში მდებარეობს. მისი სიგრძე 1500 მეტრია, სიღრმე კი 300 მეტრი. სპელეოლოგების მიერ მიჩნეულია, როგორც ყველაზე სუფთა მღვიმე.

პალიასტომის ტბა
პალიასტომი გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან. ადმინისტრაციულად მოქცეულია ნაწილობრივ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში (ხობის მუნიციპალიტეტი), ნაწილობრივ — გურიის მხარეში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი). ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა.

მარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი - ბუნების ძეგლი სოფელ გაჭედილში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე.

ნოქალაქევი
ნოქალაქევი (მეგრ. ნოქალაქევი, პირდ. მნიშვ. „ნაქალაქევი“), ასევე არქეოპოლისი (ძვ. ბერძნ. Αρχαιόπολις, სიტყვასიტყვით „ძველი ქალაქი“), ქართული წყაროების ციხეგოჯი (მეგრ. ჯიხაქვინჯი) — ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდინარე ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, ამჟამინდელი სოფელი ჯიხას (სენაკის მუნიციპალიტეტი) მიმდებარედ.

დადიანების სასახლე
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები. დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).

დადიანების რეზიდენცია სალხინოში
ლევან დადიანისეული სასახლე. სასახლე მდებარეობს მდინარე წაჩხურას ნაპირზე. 1825-1826 წლებში იქ უბრალო ხის ოდა იდგა. მიუხედავად რეზიდენციის ღარიბულობისა აქ სამეგრელოს დედოფალი, ქვრივი ანა ცხოვრობდა. სალხინოშივე იჯდა სალიაპარტიანოს მფლობელი მანუჩარ დადიანი. ლევან V დადიანმა (1804-1840) აქ ორსართულიანი ქვის სასახლის მშენებლობა არჩილ ბატონიშვილისა და გიორგი გეგელიას რჩევით დაიწყო. საბოლოო სახე შენობამ სალომე მიურატის დროს მიიღო. სასახლეს ზუგდიდის მსგავსად თურქები და ბერძნები აშენებდნენ, ლეცავედან საჭირო მასალა გლეხებს მოჰქონდათ.

მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრის მახლობლად, კონცხად გამოწეულ მთის თხემზე. მთის ძირში ფართოდ გადაშლილია მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე აბაშის ველები.მონასტრიდან თითქმის მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა.

ცაიშის საკათედრო ტაძარი
ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა.

კორცხელის ღვთისმშობლის ეკლესია
კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზუგდიდიდან რვა კილომეტრზე – მის ჩრდილო–აღმოსავლეთით, ზუგდიდ–წალენჯიხის გზის მარცხნივ მცირე შემაღლებაზე (ზღვის დონიდან სიმაღლე უდრის 200 მეტრს). ეკლესიის მიდამოებიდან შორს მოჩანს სვანეთ-აფხაზეთისა და სამეგრელოს მთიან-ბორცვიანი და ვაკე ადგილები, კოლხეთის დაბლობის ვრცელი ტერიტორია და შავი ზღვა. ასეთი ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები ჩვენს წინაპრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და აქვე ეკლესია აუშენებიათ.

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი — X საუკუნის ტაძარი ქ. წალენჯიხის განაპირას, შემაღლებულ გორაკზე.

ხობის მონასტერი
ხობის მონასტერი (ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი) მდებარეობს — ხობის მუნიციპალიტეტში,სოფელ ნოჯიხევის ტერიტორიაზე, ხობის ცენტრიდან 4 კმ.აგებულია XIII-XIV სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“.

სქურის ეკლესია
სქურის ფერისცვალების ეკლესია — ეკლესია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სქურის ჩრდილოეთით.

აბედათის ციხე
აბედათის ციხე-დარბაზი — შუა საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრე სოფელ აბედათში, (მარტვილის მუნიციპალიტეტი). ერთ-ერთი ვერსიით, ლეგენდარული „ონოგურისი“

72 tourist places

Population: 278 447 (2014)

Area: 7,093 km²
TOURS IN MINGRELIA
bottom of page